Thursday, August 12, 2010

ეკოლოგიურად სუფთა ახალი ბიოტექნოლოგიები (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის ცენტრი)

ახალი ბიოტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია:

ბიორაგის პრეპარატი მეურნეობაში - ეკოლოგიურად სუფთა, აქტიური ბიოსტიმულატორი
  • მოსავლიანობის მნიშვნელოვანი გაზრდა;
  • ბიოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღება გარემოს გაბინძურების გარეშე;
  • მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება (ცილის, ნახშირწყლების, ამინმჟავების, ვიტამინების, მიკროელემენტების და სხვ. ბიოაქტიურ ნივთიერებათა შემცველობის გაზრდა);
  • მცენარეთა განვითარების დაჩქარება, დამწიფების ვადების შემოკლება, ადრეული მოსავლის მიღება;
  • მწვანე მასის გაზრდა;
  • დაავადებებისა და გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ მდგრადობის ამაღლება;
  • სასუქების ეფექტიანობის გაზრდა, რაც მინერალური სასუქების ეკონომიას იძლევა;
  • ფრინველთა და ცხოველთა იმუნიტეტისა და პროდუქტიულობის გაზრდა.

იხილეთ ვრცლად (საპრეზენტაციო ფაილი [.ppt])

მცენარეთა პროდუქტიულობის მართვის ყველაზე ეფექტიან მეთოდი

ეკოლოგიურად სუფთა უხვი მოსავლის ახალი საშუალება

მცენარეთა პროდუქტიულობის მართვის ყველაზე ეფექტიან მეთოდს დღეს მსოფლიოში რეგულატორებით ზემოქმედება წარმოადგენს. თითოეული ახალი რეგულატორის შესაქმნელად სხვადასხვა ქვეყანაში ათეულობით მილიარდი დოლარი იხარჯება.

მიუხედავად ამისა, დღეს მსოფლიოში არ არის ცნობილი ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებით შეწსაძლებელია, როგორც ნაყოფის მოსავლიანობას, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლების ერდროული გაზრდა.

ფირმა "რაგის" მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ შექმნილია ახალი სამეცნიერო მიმართულება _ აგრობიოორგანული ქიმია, რომელიც შეტანილია მეცნიერული კულტურის საერთაშორისო ცენტრის (ჟენევა) თემატიკაში.

ფირმის მიერ შექმნილია ახალი ტიპის ბიორეგულატორები – ბიოენერგოაქტივატორები, რომლებსაც არ გააჩნიათ ანალოგები მსოფლიო მასშტაბით. ისინი მცენარეთა სასიცოცხლო პოტენციალის გაზრდით, ეკლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის უხვი მოსავლის მიღებისა და იმუნიტეტის რეგულირების საშუალებას იძლევიან; ეს სიახლე მცენარეთა პროდუქტიულობის ზრდისა და ავადმყოფობების მიმართ მდგრადობის მძლავრი საშუალებაა; იგი ნიადაგის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ეს პრეპარატები მნიშვნელოვნად (რიგ შემთხვევაში 2-3-ჯერ) ზრდიან მარცვლოვანი, ბოსტნეულ-ბაღჩეული, ტექნიკური და სხვა კულტურების მოსავლიანობას.

ბიოპრეპარატი "ბიორაგი"

ბიორაგის მოქმედების საოცარი შედეგი

სიღნაღის რაიონში, სოფ. ჯუგაანში რამდენიმე წელია წარმატებით ვიყენებ პრეპარატ “ბიორაგს”. მაგალითად, პრეპარატის გამოყენებით
მზესუმზირაზე (ჯიში “პიონერი”) მივიღე 2500 კილოგრამი მოსავალი ჰექტარზე (დათესილი მქონდა 12 ჰა-ზე), ხოლო დაუმუშავებელი თესლისაგან მივიღე 500 კილოგრამი მოსავალი ჰექტარზე (დათესილი მქონდა 10 ჰა-ზე). მზესუმზირას მარცვალი იყო შედარებით დიდი, ჯანსაღი და მკვრივი; ზეთიანობა გაიზარდა 50%-ით.

პრეპარატმა დიდი ეფექტი მომცა იონჯაზეც. ოქტომბერში დათესილ მცენარეებს მომდევნო წლის აპრილის დასაწყისში შევასხურე “ბიორაგის” ხსნარი. ეფექტი პირველ თიბვაზევე გამოვლინდა: პრეპარატის გამოყენებით ორი კვირით დაჩქარდა მოსავლის აღება. დაუმუშავებელი მცენარეებისაგან ჰექტარზე მივიღე 70 ცენტნერი მოსავალი (დათესილი მქონდა 36 ჰა-ზე), მაშინ როდესაც “ბიორაგით” დამუშავებული თესლისაგან ჰექტარზე მივიღე 220 ცენტნერი (დათესილი მქონდა 36 ჰა-ზე).

საოცარი ეფექტი მომცა პრეპარატის გამოყენებამ წიწილების შემთხვევაშიც. იმ წიწილებმა, რომლებიც “ბიორაგში” დამუშავებული საკვებით 20 დღის განმავლობაში იკვებებოდნენ, ერთი სამად გაასწრეს სხვა წიწილებს, 125 დღისამ დაიწყეს კვერცხდება და ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე კვერცხს დებდნენ. შემდგომი დაკვირვება ვერ მოხერხდა, რადგან ყველა ქათამი დავკალით ჩემი შვილიშვილის ქორწილთან დაკავშირებით.

ჩემი დაკვირვების საფუძველზე “ბიორაგის” საშუალებით შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა უხვი მოსავლის მიღება უმცირესი დანახარჯებით, რაც დიდი შეღავათია გლეხობისათვის დღევანდელ პირობებში.

დავით ალადაშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
კანდიდატი, ფერმერი


იხილეთ ვრცლად

გადაცემათა ციკლი მიწათმოქმედი

ეკოლოგიურად სუფთა უხვი მოსავლის ახალი საშუალება - პრეპარატი “ბიორაგი”

 

ანოტაცია:

„ბიორაგი“ წარმოადგენს ბიოენერგოაქტივატორს, ის ქართველი მეცნიერის რამაზ გახოკიძის შექმნილია. პრეპარატი ერთ შემთხვევაში საერთოდ გამორიცხავს რაიმე სასუქის გამოყენებას, მეორე შემთხვევაში კი მათ რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს. „ბიორაგი“ აძლიერებს მცენარეს, ზრდის მოსავლიანობას, მცენარეში და ნაყოფში მატულობს სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობას და სხვა.