Friday, December 10, 2010

ბიოპროცესები და მიკრობიოლოგიური ბიოტექნოლოგიის გამოყენება სოფლის მეურნეობაში

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 1-3 ნოემბერს ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “ბიოპროცესები და მიკრობიოლოგიური ბიოტექნოლოგიის გამოყენება სოფლის მეურნეობაში”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 27 ქვეყნის (აშშ, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რეპუბლიკა და სხვ.) ცნობილი მეცნიერები.

კონფერენცია მიეძღვნა სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ სტრატეგიაზე გადასვლის საკითხებს; ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა:
  • ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო საკვების წარმოება
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდა
  • თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის ქიმიზაციით გამოწვეული გარემოს გაბინძურების შემცირება და სიცოცხლის ხარისხის გადიდება

Tuesday, December 7, 2010

„ბიორაგმა" ივანე ჯავახიშვილის დარგული ვაზი გამოაცოცხლა

არსებობს თუ არა რაციონალური კავშირი მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის? ამ კითხვაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების პროფესორი რამაზ გახოკიძე ერთმნიშვნელოვან პასუხს იძლევა: "არსებობს, რადგან ორივე ერთი ფესვიდანაა აღმოცენებული. არც ისე დიდი ხანია დასრულდა დისკუსიათა ვის მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ლირიკოსებს თუ ფიზიკოსებს, ან საჭიროა თუ არა კოსმოსში იასამნის რტო?... ამ კითხვებზე მათ თავად ცხოვრებამ გასცა პასუხი, რადგან დადგინდა, რომ თანამედროვე მეცნიერებას ხელოვნების გარეშე არსებობა და განვითარება არ შეუძლია".

Wednesday, December 1, 2010

უხვი და ჯანმრთელი მოსავლის მიღების უნიკალური საშუალება, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისათვის.

პრეპარატი ბიორაგი
„ბიორაგი“ (ბიოენერგოაქტივატორი) ხელს უწყობს მცენარეს მაქსიმალურად გამოავლინოს პოტენციური სასიცოცხლო შესაძლებლობანი, იგი ზემოქმედებს ურთულეს ბიოლოგიურ პროცესებზე და სამეურნეო მახასიათებლებზე, ზრდის დაავადებებისა და გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისადმი მდგრადობას, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეთვისებასა და გადაადგილებას მცენარეში, მარცვლოვანი, პარკოსანი, ბოსტნეულ-ბაღჩეული, ხე-მცენარეების და ტექნიკური კულტურების მოსავლიანობის მნიშვნელოვან გაზრდას და მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას.