Sunday, April 10, 2011

"საოცრებაა"


მე აღფრთოვანებული დავრჩი იმ შედეგით, რაც ბიორაგმა გამოიღო;

როგორც ცნობილია ბერძნული კაკლის გამრავლება ნაყოფით საკმაოდ დიდ დროს მოითხოვს, ამ გზით ბუნებაში ნერგის 50 სმ-დე გაზრდას ორი წელი სჭირდება;
საცდელად ამ ჯიშის კაკლის ორად-ორი ნაყოფი დავამუშავე აღნიშნული ხსნარით, კერძოდ ფიზიკურად მსუბუქად დაზიანებული (დაზიანება საჭიროა რათა ხსნარმა კარგად დაამუშაოს კაკლის გული) კაკლები 12 საათის მანძილზე მოვათავსე ბიორაგში, შემდეგ მსუბუქად შევაშრე და გადავიტანე საყვავილე ქოთანში.შედეგად ორივე თესლმა აღმოცენება დაიწყო მე-10 დღს, ერთი თვისა სიმაღლეში აღწევდნენ 30-35 სმ, ხოლო ორი თვისა უკვე 60 სანტიმეტრს აღემატებოდნენ, ამის შემდგომ დაკვირვებას აგარაკზე, ღია ნიადაგში ვაგრძელებ.

„საოცრებაა“ - ეს იყო აღფრთოვანების გამომხატველი, წარმოთქმული პირველი სიტყვა ყველა იმ მნახველისა, რომელთაც გავუზიარე ამ ქართული „საოცრების“-ს შედეგი.

ნამდვილად საოცარი პრეპარატია, უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ რამაზ გახოკიძეს ასეთი მნიშვნელოვანი, გამოგონებისათვის.

ზურაბ ხაჩიძე
ინჟინერ-ეკონომისტი
ტექნიკურ მეცნიერებათა მაგისტრი
თბილისი

No comments:

Post a Comment