პრეპარატი "ბიორაგი"

“ბიორაგი” დაფესვიანებას უწყობს ხელს

რამდენიმე წელია ვიყენებ ეკოლოგიურად სუფთა ახალ პრეპარატ “ბიორაგს” ვაზის დასაფესვიანებლად. ვაზის რქას ვათავსებ 24-36 საათის განმავლობაში “ბიორაგის” ხსნარში, შემდეგ გადამაქვს ნიადაგში, რომელსაც ვამატებ სილასა და დამწვარ ნაკელს; ვიცავ აგროტექნიკას: სისტემატურად ვრწყავ, ვთოხნი. ამგვარი დამუშავებით დაფესვიანებამ ადგილობრივი ვაზის ჯიშებისათვის შეადგინა 95%, ნაცვლად 45%-ისა. მცენარეები “ბიორაგის” მოქმედებით ძლიერად ანვითარებენ ფესვთა სისტემას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ “ბიორაგის” საშუალებით არაადგილობრივი ჯიშების (ოჯალეში, ჩხავერი, კახური საფერავი) დაფესვიანებემაც 95%-ს გადააჭარბა, მაშინ როცა ინტროდუცირებული ჯიშების გამრავლება ჩვენს რეგიონში პრობლემას წარმოადგენს.

დავით ნიპარიშვილი,
ფერმერი, კასპი.

საოცარი ბიოპრეპარატი

სიღნაღის რაიონში, სოფ. ჯუგაანში რამდენიმე წელია წარმატებით ვიყენებ პრეპარატ “ბიორაგს”. მაგალითად, პრეპარატის გამოყენებით
მზესუმზირაზე (ჯიში “პიონერი”) მივიღე 2500 კილოგრამი მოსავალი ჰექტარზე (დათესილი მქონდა 12 ჰა-ზე), ხოლო დაუმუშავებელი თესლისაგან მივიღე 500 კილოგრამი მოსავალი ჰექტარზე (დათესილი მქონდა 10 ჰა-ზე). მზესუმზირას მარცვალი იყო შედარებით დიდი, ჯანსაღი და მკვრივი; ზეთიანობა გაიზარდა 50%-ით.

პრეპარატმა დიდი ეფექტი მომცა იონჯაზეც. ოქტომბერში დათესილ მცენარეებს მომდევნო წლის აპრილის დასაწყისში შევასხურე “ბიორაგის” ხსნარი. ეფექტი პირველ თიბვაზევე გამოვლინდა: პრეპარატის გამოყენებით ორი კვირით დაჩქარდა მოსავლის აღება. დაუმუშავებელი მცენარეებისაგან ჰექტარზე მივიღე 70 ცენტნერი მოსავალი (დათესილი მქონდა 36 ჰა-ზე), მაშინ როდესაც “ბიორაგით” დამუშავებული თესლისაგან ჰექტარზე მივიღე 220 ცენტნერი (დათესილი მქონდა 36 ჰა-ზე).

საოცარი ეფექტი მომცა პრეპარატის გამოყენებამ წიწილების შემთხვევაშიც. იმ წიწილებმა, რომლებიც “ბიორაგში” დამუშავებული საკვებით 20 დღის განმავლობაში იკვებებოდნენ, ერთი სამად გაასწრეს სხვა წიწილებს, 125 დღისამ დაიწყეს კვერცხდება და ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე კვერცხს დებდნენ. შემდგომი დაკვირვება ვერ მოხერხდა, რადგან ყველა ქათამი დავკალით ჩემი შვილიშვილის ქორწილთან დაკავშირებით.

ჩემი დაკვირვების საფუძველზე “ბიორაგის” საშუალებით შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა უხვი მოსავლის მიღება უმცირესი დანახარჯებით, რაც დიდი შეღავათია გლეხობისათვის დღევანდელ პირობებში.

დავით ალადაშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
კანდიდატი, ფერმერი

ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ქობულეთის რაიონში ჩვენ მიერ გამოყენებული იქნა ეკოლოგიურად სუფთა სტიმულატორი “ბიორაგი” მემცენარეობასა და მეცხოველეობაში (სულ 400 ლიტრი). ფერმერთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიიღო მაღალი მოსავალი აღნიშნული პრეპარატის გამოყენების შედეგად.
მაგალითად, ფერმერებმა გიზო და მიხეილ გობრონიძეებმა პირველ სავეგეტაციო პერიოდში მიიღეს ტყემლის 2 მოსავალი (მოსავლის აღების შემდეგ სექტემბერში მცენარეები კვლავ აყვავილდა და დეკემბერში ნაყოფი დაისხა), რაც ჩვენი რეგიონისათვის საოცრებაა.

პრეპარატით დამუშავებულმა ქლიავმა თებერვლის დასაწყისში დაიწყო ვეგეტაცია, გადაიტანა სუსხიანი ამინდი და ყინვები და ამჟამად ყვავილობს, შეფოთლილია და ნაყოფების გამონასკვის პერიოდშია, მაშინ როცა დაუმუშავებელ მცენარეებს ყვავილები დაცვივდა და ვეგეტაცია შეაჩერა.
დამუშავებულმა შინდის მცენარემ გამოიღო დიდი ნაყოფები და ნამყენ შინდზე 20 დღით ადრე შევიდა მწიფობაში.

შოკოლადის ხის ყველა თესლი, რომელიც “ბიორაგით” იყო დამუშავებული, აღმოცენდა, ხოლო დაუმუშავებელი არც ერთი თესლი არ აღმოცენდა.

საუკეთესო შედეგები მივიღეთ ახალდარგულ მცენარეთა (მსხალი, ვაშლი, ტყემლის სხვადასხვა ჯიში, კომში, თუთა, ვენახი, ბარბარისი, შავი და წითელი მოცხარი, ჟოლო, ლენკროტი, ჩვეულებრივი კაკალი, ამერიკული პეკანი, წყავი, უნაბი, ხურმა, ბალი, მარწყვი, ლეღვი) ზრდა-განვითარებასა და ნაყომსხმოიარობაში.

მიუხედავად მთელი წლის არახელსაყრელი პირობებისა პრეპარატის გამოყენებით საუცხოო შედეგი მივიღეთ ერთწლიან კულტურებშიც (სიმინდი, ლობიო, სოია, პომიდორი, წიწაკა, ბადრიჯანი, ხაპი, კვახი, სხვადასხვა მწვანილი). მაგალითად, “ბიორაგით” დამუშავებული ლობიოს არცერთი ნაყოფი არ გაფუჭებულა, მაშინ როცა დაუმუშავებელი ლობიოს ნახევარზე მეტი გაფუჭდა.

როგორც ცნობილია სუბტროპიკული კულტურა ფეიჰოა, რომელიც შემოტანილია სამხრეთ ამერიკიდან ჩვენს პირობებში გამოირჩეოდა მცირე მოსავლიანობით. ამ მიზეზით მოსახლეობის უმრავლესობა ძირკვავს აღნიშნულ კულტურას. “ბიორაგის” გამოყენების შედეგად მივიღეთ ფეიჰოას კარგი მოსავალი.

“ბიორაგის” საშუალებით საგრძნობლად გაიზარდა ფრინველების (ქათამი, ინდაური) წონა, კვერცხმდებლობა და გამძლეობა დაავადებების მიმართ. აქვე უნდა აღინიშნოს “ბიორაგის” დიდი ეფექტი მეფუტკრეობაშიც. პრეპარატის გამოყენებით მნიშვნელოვნად მოიმატა სკებში ფუტკრის რაოდენობა, გაძლიერდა მდგრადობა დაავადებისადმი (ფუტკარი არ შეგვიწამლია). გამოზამთრების შემდეგ არცერთი ოჯახი არ დაზიანებულა, მაშინ როცა უამრავ მეფუტკრეს გაუნადგურდა საფუტკრე მეურნეობა. მკვეთრად გაიზარდა თაფლის მოსავალი. მაგალითად, მიხეილ გობრონიძემ გამრავლების პერიოდში “ბიორაგის” გამოყენებით ერთი ოჯახიდან მიიღო 60 ოჯახი.

გულწრფელ მადლობას მოვახსენებთ მეცნიერებს, რომლებმაც შექმნეს ასეთი უნიკალური პრეპარატი, რაც ამ გაჭირვების ჟამს მხსნელად მოგვევლინა და სიღატაკის ზღვარზე მისულ მოსახლეობას იმედი გაგვიჩინა.

უღრმესი პატივისცემით,

გ. გობრონიძე,
ა. ღლონტი,
გ. დარჩია,
კ. მდინარაძე და სხვ.


სულ 56 ხელმოწერა

ბიორაგის მოქმედების საოცარი შედეგი

ჩვენთან ნიორი 22 ნოემბრიდან ითესება, მე კი 10 დეკემბერს დავთესე და ბიორაგით მოვრწყე. მივიღე შესანიშნავი აღმონაცენი, ერთი თვით ადრე დათესილებს ზრდაში გაასწრო და აპრილის დასაწყისში მათგან განსხვავებით სრულფასოვანი კბილები ჩამოუყალიბდა.
საოცარი შედეგი მივიღე ვაზზე. გასული წლის 10 იანვარს კალმები 1/3 სიმაღლეზე მოვათავსე ბიორაგის ხსნარში ოთახის ტემპერატურაზე. 20 დღეში განვითარდა ფესვები, კვირტებმა გაიღვიძა და დაიწყო ყლორტების გამოტანა. დაფესვიანებული კალმები შემდეგ გადავიტანე მუყაოს კოლოფებში მოთავსებულ შავმიწა ნიადაგში და ბიორაგის ხსნარით 2-3-ჯერ მოვრწყე. შემდეგ კი ჩვეულებრივი წყლით გავაგრძელე მორწყვა. ამა წლის აპრილის შუა რიცხვებში ნერგები გადავიტანე ღია გრუნტში. ამ დროისათვის ვაზის სიმაღლემ განტოტებამდე მიაღწია 4 მეტრს, ხოლო განშტოებული ხუთი გასხლული რქისამ – 2 მეტრს და ერთმა ძირმა გამოიტანა 10-15 მტევნის კოკორი; მიწიდან განშტოებამდე ვაზის დიამეტრი გახდა 15 მილიმეტრი, ხოლო განშტოებების დიამეტრი – 7-8 მილიმეტრი.
გამოცდილი მევენახეებიც კი ვერ მალავენ განცვიფრებას და წლისა და სამი თვის ვენახს 3-4 წლის შეფასებას აძლევენ.

თემურ ულუმბეგაშვილი, ფერმერი
სოფ. ბოლოკიანი, ლაგოდეხი

“ბიორაგის” ფართო დიაპაზონი

სენაკის რაიონის სოფელ ფოცხოში გაშენებული მაქვს თხილის პლანტაცია. როგორც ცნობილია, მთაგორიანი სოფლები შავმიწა ნიადაგით არ გამოირჩევა. ჩემი ნაკვეთი, რომელიც ორ ჰექტარზე ცოტა მეტს შეადგენს, მოუსავლიანი იყო სიმინდისა და სხვა კულტურული მცენარეების მოსაყვანად, ვინაიდან თიხოვანი და წითელმიწა ნიადაგია, ხოლო 15-20 სმ ქვეშ ქანური წარმონაქმნია. ამიტომ თხილსაც ზრდა ასეთ ადგილებში ფრიად გაუჭირდა.
ადრეულ გაზაფხულზე მირჩიეს ბოლქვების შემობარვის შემდეგ გამომეყენებინა “ბიორაგი”. 150 ბოლქვზე გამოვიყენე “ბიორაგი” და დაკვირვების მიზნით დანარჩენი ბოლქვები იგივე მდგომარეობაში დავტოვე. აგვისტოს ბოლოს, ვეგეტაციის დამთავ-რე¬ბის შემდეგ შედეგი თვალშისაცემი აღმოჩნდა. ბოლქვები, სადაც გამოყენებული იქნა “ბიორაგი” (თითო ბოლქვზე 200 მილილიტრი), თითქმის ერთი-ორად გაიზარდა და გაძლიერდა. ფოთლების საფარი მწვანე და ხასხასაა, მაშინ როცა სხვა ბოლქვების ფოთლები ფერმკრთალნი და ჭკნობა შერეული იყო.
ასევე “ბიორაგი” გამოვიყენე ბოსტნეულზე: კიტრზე და პომიდორზე. გვალვიან ამინდში, როდესაც პომიდვრის ჩითილების ფოთლები ჭკნება, ხოლო დაუმწიფებელი ნაყოფი ცვივა, “ბიორაგის” გამოყენებით ეს პროცესი შეჩერდა, მცენარე საღი დარჩა, ნაყოფიერება კი ერთი-ორჯერ გაიზარდა.
ახალგამოჩეკილ წიწილებსაც მივეცი წყალში გახსნილი “ბიორაგი” იმ წესით, როგორც ინსტრუქციაშია მოცემული. იმ კრუხის წიწილებში, სადაც გამოვიყენე “ბიორაგი”, სიკვდილიანობა 2-3-ჯერ შემცირდა, ფრინველთა წონამ იმატა. სინგამობმა მათ ვერაფერი დააკლო.
შემდგომში ვაპირებ “ბიორაგის” ფართოდ გამოყენებას თხილის ნაკვეთზე, ბოსტანში, წიწილებში, ვინაიდან სავსებით დავრწმუნდი “ბიორაგის” კეთილ თვისებებში.

თ. ჭაავა,
ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი