Thursday, August 12, 2010

მცენარეთა პროდუქტიულობის მართვის ყველაზე ეფექტიან მეთოდი

ეკოლოგიურად სუფთა უხვი მოსავლის ახალი საშუალება

მცენარეთა პროდუქტიულობის მართვის ყველაზე ეფექტიან მეთოდს დღეს მსოფლიოში რეგულატორებით ზემოქმედება წარმოადგენს. თითოეული ახალი რეგულატორის შესაქმნელად სხვადასხვა ქვეყანაში ათეულობით მილიარდი დოლარი იხარჯება.

მიუხედავად ამისა, დღეს მსოფლიოში არ არის ცნობილი ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებით შეწსაძლებელია, როგორც ნაყოფის მოსავლიანობას, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლების ერდროული გაზრდა.

ფირმა "რაგის" მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ შექმნილია ახალი სამეცნიერო მიმართულება _ აგრობიოორგანული ქიმია, რომელიც შეტანილია მეცნიერული კულტურის საერთაშორისო ცენტრის (ჟენევა) თემატიკაში.

ფირმის მიერ შექმნილია ახალი ტიპის ბიორეგულატორები – ბიოენერგოაქტივატორები, რომლებსაც არ გააჩნიათ ანალოგები მსოფლიო მასშტაბით. ისინი მცენარეთა სასიცოცხლო პოტენციალის გაზრდით, ეკლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის უხვი მოსავლის მიღებისა და იმუნიტეტის რეგულირების საშუალებას იძლევიან; ეს სიახლე მცენარეთა პროდუქტიულობის ზრდისა და ავადმყოფობების მიმართ მდგრადობის მძლავრი საშუალებაა; იგი ნიადაგის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

ეს პრეპარატები მნიშვნელოვნად (რიგ შემთხვევაში 2-3-ჯერ) ზრდიან მარცვლოვანი, ბოსტნეულ-ბაღჩეული, ტექნიკური და სხვა კულტურების მოსავლიანობას.


მოსავლიანობის ზრდა გამოწვეულია არა მარტო თესლის გაღვივების უნარის გააქტიურებით, არამედ მცენარეზე ნაყოფთა რაოდენობისა და წონის გაზრდით. პრეპარატები გავლენას ახდენენ როგორც ფესვთა მწვანე მასაც, რომელიც პროტეინებისა და ნახშირწყლების მაღალი შემცველობის გამო საუკეთესო საკვებს წარმოადგენს მეცხოველეობაში.

ახალი პრეპარატების გამოყენებით მნიშვნელოვნად იზრდება მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებლები (ცილა, შეუცვლელი ამინომჟავები, ვიტამინები). მაგალითად, სიმინდში 80%-ით იზრდება ლიმიტირებულ ამინომჟავა ლიზინის შემცველობა.
ფირმაში შექმნილი პრეპარატების საშუალებით შესაძლებელია 90-100%-ით უნიკალურ კულტურათა დაფესვიანება, რომელთა დაფესვიანებაც არ აღემატება 5-10%-ს.
ამასთან მნიშვნელოვნად ჩქარდება მცენარეთა ზრდა-განვითარება და ნაყოფმსხმოიარობა.

პრეპარატები ბუნებრივი წარმოშობისაა, ტოქსიკურობა არ გააჩნიათ და ნიადაგზე უარყოფითად არ მოქმედებენ. ეფექტურობით საგრძნობლად აღემატებიან ამ მიმართულებით მსოფლიოში დღემდე გამოყენებულ ნივთიერებებს.
ფირმა "რაგის" თანამშრომლების მიერ მიღებულია ასევე პრეპარატები, რომლებიც მნიშვნელოვნად ზრდიან ცხოველთა და ფრინველთა წონასა და დაავადებებისადმი გამძლეობას.

აღნიშნული პრეპარატების დანერგვა წარმოებაში დიდ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა.

ეკოლოგიურად სუფთა უხვი მოსავლის ახალი საშუალება

No comments:

Post a Comment