Thursday, August 12, 2010

ბიოპრეპარატი "ბიორაგი"

ბიორაგის მოქმედების საოცარი შედეგი

სიღნაღის რაიონში, სოფ. ჯუგაანში რამდენიმე წელია წარმატებით ვიყენებ პრეპარატ “ბიორაგს”. მაგალითად, პრეპარატის გამოყენებით
მზესუმზირაზე (ჯიში “პიონერი”) მივიღე 2500 კილოგრამი მოსავალი ჰექტარზე (დათესილი მქონდა 12 ჰა-ზე), ხოლო დაუმუშავებელი თესლისაგან მივიღე 500 კილოგრამი მოსავალი ჰექტარზე (დათესილი მქონდა 10 ჰა-ზე). მზესუმზირას მარცვალი იყო შედარებით დიდი, ჯანსაღი და მკვრივი; ზეთიანობა გაიზარდა 50%-ით.

პრეპარატმა დიდი ეფექტი მომცა იონჯაზეც. ოქტომბერში დათესილ მცენარეებს მომდევნო წლის აპრილის დასაწყისში შევასხურე “ბიორაგის” ხსნარი. ეფექტი პირველ თიბვაზევე გამოვლინდა: პრეპარატის გამოყენებით ორი კვირით დაჩქარდა მოსავლის აღება. დაუმუშავებელი მცენარეებისაგან ჰექტარზე მივიღე 70 ცენტნერი მოსავალი (დათესილი მქონდა 36 ჰა-ზე), მაშინ როდესაც “ბიორაგით” დამუშავებული თესლისაგან ჰექტარზე მივიღე 220 ცენტნერი (დათესილი მქონდა 36 ჰა-ზე).

საოცარი ეფექტი მომცა პრეპარატის გამოყენებამ წიწილების შემთხვევაშიც. იმ წიწილებმა, რომლებიც “ბიორაგში” დამუშავებული საკვებით 20 დღის განმავლობაში იკვებებოდნენ, ერთი სამად გაასწრეს სხვა წიწილებს, 125 დღისამ დაიწყეს კვერცხდება და ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე კვერცხს დებდნენ. შემდგომი დაკვირვება ვერ მოხერხდა, რადგან ყველა ქათამი დავკალით ჩემი შვილიშვილის ქორწილთან დაკავშირებით.

ჩემი დაკვირვების საფუძველზე “ბიორაგის” საშუალებით შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა უხვი მოსავლის მიღება უმცირესი დანახარჯებით, რაც დიდი შეღავათია გლეხობისათვის დღევანდელ პირობებში.

დავით ალადაშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
კანდიდატი, ფერმერი


იხილეთ ვრცლად

1 comment: