"... პურის ცხობას ბევრმა გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა მიჰყო ხელი და არც იციან, რა სახით ან როგორი ტექნოლოგიით არის შესაძლებელი ამის თავიდან აცილება."
ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე; პროფესორი; საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი; აშშ ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი; იტალიის გარემოს დაცვის სამეცნიერო კომიტეტის წევრი; ევროპის ეკოლოგიური კომიტეტის წევრი; თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირის (IUPAC) წევრი; საქართველოს ეროვნული, პროფილაქტიკური მედიცინის, ეკოლოგიურ მეცნიერებათა, აგროტექნოლოგიური, საინჟინრო ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიების წევრი
Thursday, March 31, 2011
შეფუთული პური
Sunday, March 27, 2011
გალა კონცერტზე რამაზ გახოკიძის ნაწარმოებები აჟღერდა
11 მარტს იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გამოწვეული ეროვნული ტრაგედიის გამო, იაპონიისა და იაპონელი ხალხისათვის სოლიდარობის გამოხატვის აღსანიშნავად, 14 მარტს, სტუ-ში ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული კლასიკური მუსიკის სტუდიის გალა კონცერტი გაიმართა.
Monday, March 21, 2011
Friday, March 18, 2011
Thursday, March 17, 2011
Saturday, January 29, 2011
"გზა ხსნისა"
ილია ჭავჭავაძე გაბრიელ ეპისკოპოსს მიიჩნევდა იმ გამორჩეულ სასულიერო მოღვაწედ, რომელიც "სარწმუნოებას ამეცნიერებდა და მეცნიერებას ასარწმუნოებდა". დაე, ეს ორი წმინდანი მფარველობდეს რამაზ გახოკიძეს, რომელმაც ცხოვრება თავის მეცნიერულ კვლევაში ხელოვნების სინატიფის, ხოლო ხელოვნებაში მეცნიერული ჭეშმარიტების დამყნობას მიუძღვნა და დღესაც ერთგული რჩება ლევ ტოლსტოის შეგონებისა:
"მეცნიერება და ხელოვნება ისევე არიან ერთურთს დაკავშირებულნი, როგორც ფილტვი და გული. ასე, რომ თუ სხეულის ერთი ორგანო დაზიანებულია, საჭიროებისამებრ ვერც მეორე გასწევს თავის ჭაპანს."
"მეცნიერება და ხელოვნება ისევე არიან ერთურთს დაკავშირებულნი, როგორც ფილტვი და გული. ასე, რომ თუ სხეულის ერთი ორგანო დაზიანებულია, საჭიროებისამებრ ვერც მეორე გასწევს თავის ჭაპანს."
რეცენზია - რამაზ გახოკიძის IX კლასის სახელმძღვანელოზე "ქიმია"
პროფესორი რამაზ გახოკიძე სარეცენზიო სახელმძღვანელოს შესავალში წერს:
"ყველა ფუნდამენტური საბუნებისმეტყველო მეცნიერება – ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია, მათემატიკასთან ერთად, ტექნიკური პროგრესის საფუძველია. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქიმიას. ქიმიამ ათასწლეულის განმავლობაში უდიდესი გავლენა იქონია ცივილიზაციის განვითარებაზე. ქიმიის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია."
"ყველა ფუნდამენტური საბუნებისმეტყველო მეცნიერება – ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია, მათემატიკასთან ერთად, ტექნიკური პროგრესის საფუძველია. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქიმიას. ქიმიამ ათასწლეულის განმავლობაში უდიდესი გავლენა იქონია ცივილიზაციის განვითარებაზე. ქიმიის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია."
Friday, December 10, 2010
ბიოპროცესები და მიკრობიოლოგიური ბიოტექნოლოგიის გამოყენება სოფლის მეურნეობაში
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 1-3 ნოემბერს ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “ბიოპროცესები და მიკრობიოლოგიური ბიოტექნოლოგიის გამოყენება სოფლის მეურნეობაში”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 27 ქვეყნის (აშშ, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რეპუბლიკა და სხვ.) ცნობილი მეცნიერები.
კონფერენცია მიეძღვნა სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ სტრატეგიაზე გადასვლის საკითხებს; ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა:
კონფერენცია მიეძღვნა სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ სტრატეგიაზე გადასვლის საკითხებს; ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა:
- ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო საკვების წარმოება
- სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდა
- თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის ქიმიზაციით გამოწვეული გარემოს გაბინძურების შემცირება და სიცოცხლის ხარისხის გადიდება
Tuesday, December 7, 2010
„ბიორაგმა" ივანე ჯავახიშვილის დარგული ვაზი გამოაცოცხლა
არსებობს თუ არა რაციონალური კავშირი მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის? ამ კითხვაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის მიმართულების პროფესორი რამაზ გახოკიძე ერთმნიშვნელოვან პასუხს იძლევა: "არსებობს, რადგან ორივე ერთი ფესვიდანაა აღმოცენებული. არც ისე დიდი ხანია დასრულდა დისკუსიათა ვის მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ლირიკოსებს თუ ფიზიკოსებს, ან საჭიროა თუ არა კოსმოსში იასამნის რტო?... ამ კითხვებზე მათ თავად ცხოვრებამ გასცა პასუხი, რადგან დადგინდა, რომ თანამედროვე მეცნიერებას ხელოვნების გარეშე არსებობა და განვითარება არ შეუძლია".
Wednesday, December 1, 2010
უხვი და ჯანმრთელი მოსავლის მიღების უნიკალური საშუალება, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისათვის.
![]() |
| პრეპარატი ბიორაგი |
Thursday, August 12, 2010
ეკოლოგიურად სუფთა ახალი ბიოტექნოლოგიები (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოინჟინერიის ცენტრი)
ახალი ბიოტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია:
![]() |
| ბიორაგის პრეპარატი მეურნეობაში - ეკოლოგიურად სუფთა, აქტიური ბიოსტიმულატორი |
- მოსავლიანობის მნიშვნელოვანი გაზრდა;
- ბიოლოგიურად სუფთა მოსავლის მიღება გარემოს გაბინძურების გარეშე;
- მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება (ცილის, ნახშირწყლების, ამინმჟავების, ვიტამინების, მიკროელემენტების და სხვ. ბიოაქტიურ ნივთიერებათა შემცველობის გაზრდა);
- მცენარეთა განვითარების დაჩქარება, დამწიფების ვადების შემოკლება, ადრეული მოსავლის მიღება;
- მწვანე მასის გაზრდა;
- დაავადებებისა და გარემოს არახელსაყრელი პირობების მიმართ მდგრადობის ამაღლება;
- სასუქების ეფექტიანობის გაზრდა, რაც მინერალური სასუქების ეკონომიას იძლევა;
- ფრინველთა და ცხოველთა იმუნიტეტისა და პროდუქტიულობის გაზრდა.
იხილეთ ვრცლად (საპრეზენტაციო ფაილი [.ppt])
მცენარეთა პროდუქტიულობის მართვის ყველაზე ეფექტიან მეთოდი
ეკოლოგიურად სუფთა უხვი მოსავლის ახალი საშუალება
მცენარეთა პროდუქტიულობის მართვის ყველაზე ეფექტიან მეთოდს დღეს მსოფლიოში რეგულატორებით ზემოქმედება წარმოადგენს. თითოეული ახალი რეგულატორის შესაქმნელად სხვადასხვა ქვეყანაში ათეულობით მილიარდი დოლარი იხარჯება.მიუხედავად ამისა, დღეს მსოფლიოში არ არის ცნობილი ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებით შეწსაძლებელია, როგორც ნაყოფის მოსავლიანობას, ისე ხარისხობრივი მაჩვენებლების ერდროული გაზრდა.
ფირმა "რაგის" მეცნიერ-თანამშრომელთა მიერ შექმნილია ახალი სამეცნიერო მიმართულება _ აგრობიოორგანული ქიმია, რომელიც შეტანილია მეცნიერული კულტურის საერთაშორისო ცენტრის (ჟენევა) თემატიკაში.
ფირმის მიერ შექმნილია ახალი ტიპის ბიორეგულატორები – ბიოენერგოაქტივატორები, რომლებსაც არ გააჩნიათ ანალოგები მსოფლიო მასშტაბით. ისინი მცენარეთა სასიცოცხლო პოტენციალის გაზრდით, ეკლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის უხვი მოსავლის მიღებისა და იმუნიტეტის რეგულირების საშუალებას იძლევიან; ეს სიახლე მცენარეთა პროდუქტიულობის ზრდისა და ავადმყოფობების მიმართ მდგრადობის მძლავრი საშუალებაა; იგი ნიადაგის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
ეს პრეპარატები მნიშვნელოვნად (რიგ შემთხვევაში 2-3-ჯერ) ზრდიან მარცვლოვანი, ბოსტნეულ-ბაღჩეული, ტექნიკური და სხვა კულტურების მოსავლიანობას.
ბიოპრეპარატი "ბიორაგი"
ბიორაგის მოქმედების საოცარი შედეგი
სიღნაღის რაიონში, სოფ. ჯუგაანში რამდენიმე წელია წარმატებით ვიყენებ პრეპარატ “ბიორაგს”. მაგალითად, პრეპარატის გამოყენებითმზესუმზირაზე (ჯიში “პიონერი”) მივიღე 2500 კილოგრამი მოსავალი ჰექტარზე (დათესილი მქონდა 12 ჰა-ზე), ხოლო დაუმუშავებელი თესლისაგან მივიღე 500 კილოგრამი მოსავალი ჰექტარზე (დათესილი მქონდა 10 ჰა-ზე). მზესუმზირას მარცვალი იყო შედარებით დიდი, ჯანსაღი და მკვრივი; ზეთიანობა გაიზარდა 50%-ით.
პრეპარატმა დიდი ეფექტი მომცა იონჯაზეც. ოქტომბერში დათესილ მცენარეებს მომდევნო წლის აპრილის დასაწყისში შევასხურე “ბიორაგის” ხსნარი. ეფექტი პირველ თიბვაზევე გამოვლინდა: პრეპარატის გამოყენებით ორი კვირით დაჩქარდა მოსავლის აღება. დაუმუშავებელი მცენარეებისაგან ჰექტარზე მივიღე 70 ცენტნერი მოსავალი (დათესილი მქონდა 36 ჰა-ზე), მაშინ როდესაც “ბიორაგით” დამუშავებული თესლისაგან ჰექტარზე მივიღე 220 ცენტნერი (დათესილი მქონდა 36 ჰა-ზე).
საოცარი ეფექტი მომცა პრეპარატის გამოყენებამ წიწილების შემთხვევაშიც. იმ წიწილებმა, რომლებიც “ბიორაგში” დამუშავებული საკვებით 20 დღის განმავლობაში იკვებებოდნენ, ერთი სამად გაასწრეს სხვა წიწილებს, 125 დღისამ დაიწყეს კვერცხდება და ერთი წლის განმავლობაში ყოველდღე კვერცხს დებდნენ. შემდგომი დაკვირვება ვერ მოხერხდა, რადგან ყველა ქათამი დავკალით ჩემი შვილიშვილის ქორწილთან დაკავშირებით.
ჩემი დაკვირვების საფუძველზე “ბიორაგის” საშუალებით შესაძლებელია ეკოლოგიურად სუფთა უხვი მოსავლის მიღება უმცირესი დანახარჯებით, რაც დიდი შეღავათია გლეხობისათვის დღევანდელ პირობებში.
დავით ალადაშვილი,
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა
კანდიდატი, ფერმერი
იხილეთ ვრცლად
გადაცემათა ციკლი მიწათმოქმედი
ეკოლოგიურად სუფთა უხვი მოსავლის ახალი საშუალება - პრეპარატი “ბიორაგი”
ანოტაცია:
„ბიორაგი“ წარმოადგენს ბიოენერგოაქტივატორს, ის ქართველი მეცნიერის რამაზ გახოკიძის შექმნილია. პრეპარატი ერთ შემთხვევაში საერთოდ გამორიცხავს რაიმე სასუქის გამოყენებას, მეორე შემთხვევაში კი მათ რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს. „ბიორაგი“ აძლიერებს მცენარეს, ზრდის მოსავლიანობას, მცენარეში და ნაყოფში მატულობს სასარგებლო ნივთიერებების რაოდენობას და სხვა.
Subscribe to:
Posts (Atom)













