Sunday, March 27, 2011

გალა კონცერტზე რამაზ გახოკიძის ნაწარმოებები აჟღერდა

11 მარტს იაპონიაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად გამოწვეული ეროვნული ტრაგედიის გამო, იაპონიისა და იაპონელი ხალხისათვის სოლიდარობის გამოხატვის აღსანიშნავად, 14 მარტს, სტუ-ში ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული კლასიკური მუსიკის სტუდიის გალა კონცერტი გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართული საოპერო ხელოვნების ახალგაზრდა შემსრულებლებმა. შესრულებული იქნა ჯ. ვერდის, ჯ. პუჩინის და რ. გახოკიძის  ნაწარმოებები. კონცერტს დირიჟორობდა სტუ-ის კლასიკური მუსიკის სტუდიის მთავარი დირიჟორი ბაადურ სამადაშვილი.

ღონისძიება ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის პატრონაჟითა და სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ჩატარდა.

http://www.gtu.ge/

No comments:

Post a Comment