Wednesday, December 1, 2010

უხვი და ჯანმრთელი მოსავლის მიღების უნიკალური საშუალება, ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისათვის.

პრეპარატი ბიორაგი
„ბიორაგი“ (ბიოენერგოაქტივატორი) ხელს უწყობს მცენარეს მაქსიმალურად გამოავლინოს პოტენციური სასიცოცხლო შესაძლებლობანი, იგი ზემოქმედებს ურთულეს ბიოლოგიურ პროცესებზე და სამეურნეო მახასიათებლებზე, ზრდის დაავადებებისა და გარემოს არახელსაყრელი ფაქტორებისადმი მდგრადობას, ხელს უწყობს საკვები ნივთიერებების შეთვისებასა და გადაადგილებას მცენარეში, მარცვლოვანი, პარკოსანი, ბოსტნეულ-ბაღჩეული, ხე-მცენარეების და ტექნიკური კულტურების მოსავლიანობის მნიშვნელოვან გაზრდას და მაღალი ხარისხის პროდუქციის მიღებას.„ბიორაგის“ გამოყენებით მნიშვნელოვნად იზრდება მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებელიც, როგორც ნაყოფში, ისე მწვანე მასაში მატულობს: ცილის, შეუცვლელი ამინომჟავების, ვიტამინების, მიკროელემენტების (იოდი, სელენი) შემცველობა. „ბიორაგი“ ახალი თაობის პრეპარატია, რომელიც მცენარეთა რეგულატორული სისტემების მართვის საშუალებას იძლევა. იგი შექმნილია მრავალწლიანი მეცნიერული კვლევების საფუძველზე, ქართველი მეცნიერის, პროფესორ რამაზ გახოკიძის მიერ. პრეპარატზე ჩატარდა მრავალი ცდა და განხორციელდა რიგი დაკვირვება, როგორც სხვადასხვა მცენარეულ კულტურაზე, ასევე სხვადასხვა რეგიონში, კლიმატურ პირობებსა და ნიადაგზე.

„ბიორაგი“ გაცილებით უკეთეს შედეგს იძლევა სწორად წარმოებული აგროკულტურული ღონისძიებების შედეგად, მათ შორის, საჭიროებისას ბუნებრივი, ორგანული სასუქის გამოყენებით.

"ბიორაგის" აღწერილობა და გამოყენების წესი.
"ბიორაგის" გამოყენებით, საცდელ და მცირე მეურნეობებში მიღებული სარეკორდო მაჩვენებლები.

No comments:

Post a Comment