Friday, December 10, 2010

ბიოპროცესები და მიკრობიოლოგიური ბიოტექნოლოგიის გამოყენება სოფლის მეურნეობაში

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში 1-3 ნოემბერს ჩატარდა პირველი საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: “ბიოპროცესები და მიკრობიოლოგიური ბიოტექნოლოგიის გამოყენება სოფლის მეურნეობაში”. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 27 ქვეყნის (აშშ, იაპონია, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რეპუბლიკა და სხვ.) ცნობილი მეცნიერები.

კონფერენცია მიეძღვნა სოფლის მეურნეობის განვითარების ახალ სტრატეგიაზე გადასვლის საკითხებს; ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა:
  • ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო საკვების წარმოება
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობისა და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაზრდა
  • თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის ქიმიზაციით გამოწვეული გარემოს გაბინძურების შემცირება და სიცოცხლის ხარისხის გადიდება

კონფერენციის სხდომებში მონაწილე 518 მეცნიერმა კოლეგებს გააცნო სიახლეები სექციური და სასტენდო მოხსენებების სახით. კონფერენციის გახსნის დღეს, პლენარულ სხდომაზე, ინგლისურ ენაზე მოხსენებები წაიკითხა მხოლოდ ოთხმა, მათ შორის, თბილისის უნივერსიტეტის პროფესორმა რამაზ გახოკიძემ. მოხსენებამ “ახალი ეკოლოგიურად სუფთა ბიოორგანული მეთოდების გამოყენება სოფლის მეურნეობაში” დიდი ინტერესი გამოწვია. დაისვა მრავალი შეკითხვა, როგორც მოხსენების დამთავრების, ისე შესვენების დროს. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ კონფერენციის მეორე დღეს მას სთხოვეს ხელახლა წაეკითხა თავისი მოხსენება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. გარდა ამისა, ქართველ მეცნიერს სთხოვეს, ეხელმძღვანელა ერთ-ერთი სექციისთვის და მას ერგო პატივი, საბოლოო სიტყვა ეთქვა კონფერენციის დახურვის დღეს.

კონფერენციის მრავალმა მონაწილემ გამოთქვა სურვილი ითანამშრომლოს თბილისის უნივერსიტეტთან და კონკრეტულად, პროფ. გახოკიძესთან.

ერთობლივი კვლევებისთვის ექსპერიმენტული ბაზების გამოყოფაზე თანხმობა განაცხადეს:

  • ეგვიპტის ნაციონალური სამეცნიერო ცენტრის მცენარეთა პათოლოგიის დეპარტამენტმა
  • ეგვიპტის ნაციონალური სამეცნიერო ცენტრის სამედიცინო განყოფილების ბავშვთა ჯანმრთელობის დეპარტამენტმა
  • კაიროს სოფლის მეურნეობის გენეტიკური ინჟინერიის ინსტიტუტმა
  • კაიროს ორგანული სოფლის მეურნეობის ცენტრალურმა ლაბორატორიამ
  • ბენჰას უნივერსიტეტის ბოტანიკის განყოფილებამ (ეგვიპტე)
  • თუნისის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტმა
  • იორდანიის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტმა
  • ტაილანდის უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტმა
  • ნიუ დელის (ინდოეთი) უნივერსიტეტმა
  • მავრიტანიის უნივერსიტეტმა

იხილეთ დეტალური ვერსია (წერილი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, ბატონ ა. კვიტაშვილს)

No comments:

Post a Comment