Thursday, March 31, 2011

შეფუთული პური

"... პურის ცხობას ბევრმა გაუთვითცნობიერებელმა ადამიანმა მიჰყო ხელი და არც იციან, რა სახით ან როგორი ტექნოლოგიით არის შესაძლებელი ამის თავიდან აცილება."
პრესა

შეფუთული პური



ასევე აქტუალურია სხვადასხვა დანამატების, ემულგატორების და გამაუმჯობესებლების თემა, რომლებიც მთელ მსოფლიოში კვების პროდუქტებში გამოიყენება ძირითადად კონსერვანტების სახით. საქართველოში ამ დარგში დიდი წარმატებები ჰქონდათ პროფესორ რამაზ გახოკიძეს (უნივერსიტეტი) და პროფესორ რევაზ იაშვილს (ტექნიკური უნივერსიტეტი), რომლებიც მეწარმეებს ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებულ კონსერვანტებს სთავაზობდნენ. დღეს უცხოური ფირმები უამრავი სახის ასეთ დანამატს ამზადებენ და მათ გაუანალიზებლადაც იყენებენ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, - ემულგატორების და კონსერვანტების მოხმარებას განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა და, სამწუხაროდ, როგორც სპეციალისტები ამტკიცებენ, ბუნებრივ პირობებში დამზადებული პური ყველაზე სასარგებლოა და მთელ მსოფლიოში ყველაზე მეტად ფასობს.

არ დაგავიწყდეთ, რომ ჯანსაღი სავები ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია.

მალხაზ დოლიძე,
პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარ

No comments:

Post a Comment