Sunday, April 10, 2011

"ჩემი ატმის ისტორია"

გურიაში, ლანჩხუთის რაიონში ჩვენს ეზოში გვაქვს სულ მცირე 20 წლის ატმის ხე, ნახევრად გამხმარ მდგომარეობაში. ტოტების უმეტესობა უკვე აღარ იღებდა ფოთოლს, ვარჯი და ტოტები ერთიანად დაფარული იყო ხავსით და სოკოთი, რომელიც მექანიკური საშუალებებითაც არ სცილდებოდა.
ყოველ გაზაფხულს სულ უფრო და უფრო ნაკლები ტოტი ისხამდა ფოთოლს და ყვავილს და უფრო და უფრო მეტი ტოტი ხმებოდა და უფოთლო რჩებოდა. ორი წლის წინ, ჩვენმა ატამმა ხუთიოდე ნაყოფი გამოისხა და ყველა მათგანი ჭიანი და დაავადებული იყო. მოველოდით, რომ შემდეგ წელს ხე საერთოდ არ გამოიღებდა ფოთოლს და საბოლოოდ გახმებოდა.

ბიორაგი გამოვიყენეთ ზაფხულში, ივნისის თვეში, როცა ხე შეფოთლილ მდგომარეობაში იყო. ისიც სასინჯად დავუსხით ბიორაგი ხეს.

ბიორაგის გამოყენების მომდევნო გაზაფხულზე ატმის ხე ჩვეულებრივზე მეტად შეიფოთლა, ვიდრე წინა წელს. უფრო მეტი ყვავილი გაიკეთა და შეინარჩუნა. თუ წინა წელს ხუთიოდე ნაყოფი ესხა, მომდევნო წელს ნაყოფი 4-ჯერ მეტი იყო და თან გაცილებით უფრო მსხვილი და თითოეული ჯანსაღი. ამასთან, შესამჩნევი გახდა, რომ ხის ვარჯი გათავისუფლდა დაავადებისაგან, მას ხელის უმცირესი შეხებით ცვიოდა დაავადებული სოკოვანი წარმონაქმნი და ხავსი და შტამბი პრიალა და გლუვი გახდა. შტამბის უდიდესი ნაწილი გაჯანსაღდა.

წელს გაზაფხულზე ხემ შესამჩნევად მეტი ახალი ტოტი გამოიღო და შეიფოთლა. Aასევე ინტენსიურად იყვავილა. მოუთმენლად ველოდებით მსხმოიარობას, რომ ვნახოთ რამდენი ნაყოფი ექნება.

აშკარაა, რომ ბიორაგის გამოყენების შემდეგ, ხე თითქოს გაახალგაზრდავდა, მისი ტოტები და შტამბი გაჯანსაღდა, მეტი ფოთოლი და ნაყოფი გამოიღო და საერთო მდგომარეობა ხის გაცილებით უკეთესია დინამიკაში, ვიდრე იყო ბიორაგის გაომყენებამდე. ბიორაგის გამოყენებამდე ყოველწლიურად ძალიან თვალსაჩინო იყო ხის დაბერების პროცესი და მისი კვდომა. ჩვენ ძალიან გული გვწყდებოდა ჩვენი ბებერი ატმის ხის გამო, თან სხვა მსხმოიარე ატამი ეზოში აღარ გვქონდა და ძალიან განვიცდიდით. ვფიქრობდით, რომ ხემ თავისი დრო მოჭამა და ის ნელ-ნელა კვდებოდა, მაგრამ არ გვინდოდა მისი მოჭრა.

ბიორაგის გამოყენების შემდგომ აშკარაა, რომ ხე გაჯანსაღდა და ვიმედოვნებთ, რომ კიდევ მრავალ წელს გაგავახარებს თავისი უგემრიელესი ნაყოფით. 



ლია მუხაშავრია,
ადვოკატი

No comments:

Post a Comment