Sunday, April 10, 2011

მზე ხელისგულზე (ბორის ბემი) - მეცნიერი ბიოქიმიკოსის გამოცდილება მოქმედებს


ბორის ბემი

პროფესიონალი პუბლიცისტი, პუბლიცისტიკისა და პროზის ცხრა წიგნის, თხუთმეტი საინფორმაციო-
თემატური ბროშურის ავტორი, ხშირად იბეჭდება რუსეთის, გერმანიის, მსოფლიოს
სხვა ქვეყნების პერიოდულ პრესაში, აწყობს შემოქმედებით საღამოებსა და ლიტერატურულ
შეხვედრებს მკითხველებთან. უკანასკნელი რვა წლის განმავლობაში მან დაბეჭდა 500-ზე მეტი
საგაზეთო და საჟურნალო სტატია.
არის მწერალთა საერთაშორისო კავშირის "ახალი თანამედროვეს" წევრი.

მზე ხელისგულზე
მეცნიერი ბიოქიმიკოსის გამოცდილება მოქმედებს

ბიოლოგიის პროფესორს რამაზ გახოკიძეს გავეცანი თბილისის უნივერსიტეტის კედლებ-
ში. სახელი და დიდება მის შესახებ და მისი ქმნილების - ბიორაგის თაობაზე გასცდა საქარ-
თველოს ფარგლებს. ჩვენ მეცნიერთან ერთად მის კაბინეტში ვსხედვართ. კედლებზე გამოკიდებულია
გამომშრალი მარცვლეული, სიმინდი, სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურები. აღმოჩნდა,
რომ მცენარეთა ზრდის ამ ძლიერი დამაჩქარებლით შეიძლება მიაღწიო მეტად მაღალ მოსავლიანობას.
პროფესორმა მიამბო იმის შესახებ, რომ ამ პრობლემაზე იგი უკვე მრავალი წელია
მუშაობს. მისი პრაქტიკული მუშაობის შედეგები მეტად დამაიმედებელი და ოპტიმისტურია.
საექსპერიმენტო ფართობებზე შესაძლებელი გახდა მარცვლეულის მოსავლიანობის გაზრდა
1,5-2-ჯერ. რაც შეეხება ისეთ საკვებ კულტურას, როგორიც სიმინდია, შეძლო გამოეყვანა
ისეთი სახეობა, რომლის ღეროებიც სიმაღლეში 5 მეტრს აღწევს და იკეთებს 5-7 ტაროს. ეს კი ნიშნავს, რომ, თუ ამ მეთოდს გავავრცელებთ ყველგან, მათ შორის სხვა დაინტერესებულ ქვეყნებშიც,
საკვები ბაზის საკითხი შეიძლება გადაჭრილად ჩაითვალოს. იგივე ეხება სხვა სათეს
კულტურებსაც - თალგამურას, ტურნეფსს, ჭარხალს, კარტოფილს.


თავის ლაბორატორიებში პროფესორი გახოკიძე ამუშავებს ფარმაკოლოგიური დანიშნულების
პრეპარატებსაც. მაგალითად, ანტისეპტიკური ანთების საწინააღმდეგო საცხი ნატურალური
პროდუქტებისგან სახელწოდებით ვიტარაგი - მეტად სარეკომენდაციდ იქცა პრაქტიკაში.
მის შემადგენლობაშია პოლიფენოლები, ბალზამი, ეთერზეთები, ამინომჟავები, A, E, F ვიტამინები,
მიკროელემენტები. ეს საცხი ახდენს ტკივილგამაყუჩებელ გავლენას, ააქტიურებს იმუნიტეტს,
დადებით გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე და აჩქარებს შეხორცების პროცესებს.
მეტად უნივერსალურია მისი მაჩვენებლები გამოყენებისთვის: კანის წითელი ქარის ან-
თება, განგრენა, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ქრონიკული სურდო, პაროდონტოზი და
სხვა დაავადებანი.

როგორც პროფესორმა მიამბო, მის პრეპარატებს აქვს დიდი წარმატებები და ვრცელდება
ბევრ ქვეყანაში.

წელს გაზაფხულზე მოეწყო ვრცელი სასოფლო-სამეურნეო ექსპერიმენტი ბელარუსის ველებში.
ამ შემოდგომით უნდა ველოდოთ პოზიტიურ შედეგებს. თუ ბელარუსი მწარმოებლები
კმაყოფილი იქნებიან შედეგებით, მაშინ გაისად საექსპერიმენტო ფართობად შეიძლება იქცეს ამ
რესპუბლიკის მთელი მემინდვრეობა.

ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ გახოკიძე დღესაც ძიებაშია, ამჟამად
მას აღელვებს ადამიანის ორგანიზმის დაბერების შენელების პრობლემები და აწყობს სამეცნიერო
ექსპერიმენტებს. თავისი სიყვარული და ერთგულება მეცნიერებისადმი მეცნიერმა გადასცა
თავის შვილს აკაკის,რომელიც წამყვანი სპეციალისტი გახდა გამოყენებითი ქიმიის დარგში.
ვუმზერ ამ ჩინებულ ადამიანს და აღფრთოვანება მიპყრობს. მდიდარია საქართველოს მიწა
ეროვნული ტალანტებით. მარტო დაფიქრდით - ამ მეცნიერის აღმოჩენას მთლიანად შეუძლია
უზრუნველყოს მიზნობრივი ეროვნებათშორისი სასურსათო პროგრამა. თითქოს ჩემი აზრები
გამოიცნოო, რამაზი იღიმის:

- ჩვენ რუსეთშიც შეგვეძლო მოგვეწყო ექსპერიმენტი. ცენტრალურ შავმიწანიადაგიან ზონაში
არის მოქმედების ვრცელი ველი. მხოლოდ ჯერ ამისთვის დრო არ დამდგარა. როდესაც
დაცხრება პოლიტიკური ვნებანი და სახელმწიფოების ხელმძღვანელები კვლავ გამონახავენ საერთო
ენას, შეიძლება დავუბრუნდეთ ამ თემასაც. რუსეთში საკმაოდ ბევრი მეგობარი მყავს და,
უბრალოდ, ჭეშმარიტად გული მტკივა, რომ მათთან მხოლოდ ტელეფონით საუბარი შემიძლია.
როგორ მინდა, რომ მათ მოვეხვიო და გულითადად გავესაუბრო. დარწმუნებული ვარ, მალე, ძალიან
მალე დადგება ასეთი დრო.

საქართველოს რესპუბლიკა. 16 სექტემბერი. 2011 წელი

აგრობიოლოგიური საოცრება!

ამ რამდენიმე დღის წინათ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში
ქიმიის კათედრაზე ვიყავი. ბერიკაცი სიცოცხლის ნამდვილი ელექსირის - "რამერის" გამო კათედრის გამგეს ველოდებოდი... და აი ჩემი ყურადღება მიიპყრო მოზრდილი ბურვაკის სიდიდის
ძირხვენამ. ეს რა არის-მეთქი, გაოცებულმა ვიკითხე, ლაბორანტმა მიპასუხა, შაქრის ჭარხლის
ძირხვენააო. გავოცდი. თურმე რვა კილოგრამზე მეტს იწონიდა. არადა, წარმოიდგინეთ: ჩვეულებრივ
შემთხვევაში (ისიც კარგად მოვლის პირობებში) ერთი შაქრის ჭარხლის ძირხვენის
წონა შეიძლება დიდი-დიდი 150-200 გრამი იყოს.

დავინტერესდი ასეთი დიდი მოცულობის ჭარხლის ხარისხით და გავეცანი კვების მრეწველობის
სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ჩატარებული ანალიზის შედეგებს. სახტად დავრჩი:
შაქრიანობას აღნიშნულ ნიმუშში 20%-ს გადაუჭარბებია, მაშინ როცა, ჩვეულებრივ შაქრის
ჭარხალში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 13%-ია. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ შაქრიანობის 0,5%-ით
მომატება დიდ მიღწევად ითვლება მსოფლიოში.

და ეს აგრობიოლოგიური საოცრება, რომელიც ჩემი თვალით ვნახე და სურათიც გადავუ-
ღე, პროფესორ რამაზ გახოკიძის ხანგრძლივი მეცნიერული შრომის შედეგია.

პროფესორ რ. გახოკიძის მიერ შექმნილი ბიორეგულატორების პრაქტიკაში ფართოდ დანერგვა
მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ორ-სამ წელიწადში საქართველოს სოფლის მეურნეობის
ყველა დარგში არნახულ შედეგებს მივაღწიოთ: კერძოდ, მარცვლეულის, ხილის, ყურძნის,
ციტრუსების და სხვა კულტურების მოსავლიანობა გავზარდოთ ორ-სამჯერ; ერთი-ორად გაზარდოთ
მეფრინველეობისა და მეცხოველეობის პროდუქტიულობა, ამასთან, განსაკუთრებით
ხაზგასასმელია ის, რომ ეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ხარისხსა და ყუათიანობას კი
არ აქვეითებს, არამედ პირიქით.

აი, ფაქტიც: მაგალითად, სიმინდის მარცვალში ადამიანის ორგანიზმისთვის შეუცვლელი
ნივთიერება ლიზინის შემცველობა იზრდება 80%-ით, იოდის - 960%-ით, სელენის - 200%-ით!..
ასევე ფრინველისა და პირუტყვის კვების რაციონში ამ საოცარი პრეპარატის დამატებით იზრდება
მათი წონა, პროდუქტიულობა და, რაც მთავარია, უმჯობესდება ხორცის გემო. და ყველაფერი
ეს ხდება უმცირესი ეკონომიკური დანახარჯებით.

ამ მოკლე ინფორმაციის ფონზე მახსენდება წლეულს საქართველოში შემოტანილი ჰიბრიდული
სიმინდის "მოსავლიანობის" შედეგები და ქართველი კაცის ბრძნული ნათქვამი: თურაშაულის
პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა...
ვფიქრობ, დღეს საქართველოს ხსნის გზა მხოლოდ სოფელზე და სოფლის მეურნეობის
აღორძინებაზე გადის. სწრაფი წინსვლის ნამდვილი კატალიზატორი ყველა მეცნიერული ანალიზის
შედეგებით, უკვე წლებია მაგიდაზე დევს. სამწუხაროდ, იგი დღემდე ელოდება ჭკვიან
მენეჯერს.
ამიტომაც მივმართავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს - იქნებ დაინტერესდეს ამ ჩემი ინფორმაციით.

გიორგი ნაჭყებია,
გადამდგარი ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი

სურათზე: 8-კილოგრამიანი შაქრის ჭარხლის ძირხვენა.

საქართველოს რესპუბლიკა. 18 ნოემბერი. 2011 წელი

No comments:

Post a Comment