Sunday, April 10, 2011

პრეპარატი "რამერით" თქვენ დაამარცხებთ არა მხოლოდ შეყრილ პათოლოგიებს


გასაოცარი "რამერი"

რასაც ახლა გეუბნებით, ბატონო რამაზ, შეიძლებოდა შეხვედრისას მეთქვა ან დამერეკა და ისე გადამეხადა მადლობა, მაგრამ გადავწყვიტე, ამჯერად გაზეთით გაგესაუბროთ. ეს იმიტომ, რომ ჩვენი საუბრის მოწმე მკითხველთა ფართო აუდიტორიაც გახდეს და სხვამაც გაიგოს იმ სიკეთის შესახებ, რასაც ასე უშურველად ჩამოგვირიგებ ხოლმე არა მარტო კოლეგებს, შენს მეგობრებს, სამეზობლოს თუ საახლობლოს, არამედ ყველას, ვისაც უჭირს და თანადგომა სჭირდება.
მკითხველმა მინდა იცოდეს, რომ ბატონი რამაზ გახოკიძე ქიმიკოსობასთან (აკადემიკოსი, პროფესორი, დოქტორი‘ ერთად არის აგროსაქმის შესანიშნავი მცოდნე, მუსიკოსი, უბადლო პედაგოგი, აღმზრდელი, ოჯახის თავკაცი და ერთგული მეუღლე, ამასთანავე შესანიშნავი მკურნალი... დიახ, მკურნალი... მის მიერ შექმნილმა პრეპარატმა "რამერმა" არაერთ ადამიანს გადაუვადა იმქვეყნად გასამგზავრებელი "საგზური", მრავალი გამოაჯანსაღა და სიცოცხლისა და შრომის ხალისი დაუბრუნა. მე შეიძლება მითად ჩამეთვალა ყოველივე, რასაც მადლიერი პაციენტები ამ პრეპარატის შესახებ წერდნენ და ჰყვებოდნენ, ჩემს თავზე რომ არ გამომეცადა ამ სენსაციური აბების ძალა...

რამდენიმე წლის წინათ ექიმებმა "ც" ჰეპატიტის დიაგნოზი დამისვეს. "ინტერფერონით" მკურნალობის სახსრები თქვენს მონა-მორჩილს არ ჰქონდა და არც ახლა აქვს. სხვა მედიკამენტებით მკურნალობამ სათანადო შედეგი ვერ გამოიღო. ცუდი მომავლის მოლოდინით დაღონებულს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის დერეფანში ბატონი რამაზი შემომხვდა. მის ყურადღებიან მზერას შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი უგუნებობა და მიზეზი მკითხა. როცა გაიგო ყოველივე, ხელკავი გამომდო, თავისი კაბინეტისკენ წამიძღვა, სეიფი გახსნა და ერთი კურსი "რამერის" აბები მისახსოვრა. მე სრული პაციენტური მორჩილებით შევასრულე მისი დარიგება და... ერთი თვის თავზე, სისხლის ანალიზები ჩავიტარე. თვალებს არ ვუჯერებდი, ღვიძლის ფუნქციის წინა და ბოლო ანალიზები საოცრად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. პროგრესი ნათელი იყო. მკურნალობა გავაგრძელე და ამჟამად თითქმის გამოვჯანსაღდი.

ძვირფასო მკითხველებო! ირწმუნეთ პრეპარატ "რამერის" და თქვენ დაამარცხებთ არა მხოლოდ შეყრილ პათოლოგიებს, არამედ ყველაზე ულმობელ "ჭირთა უფრო ძნელ" სიბერესაც კი...

რევაზ ძნელაძე,
პროფესორი

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”, 8 სექტემბერი, 2011.

იხილეთ სტატიის .pdf ვერსია

1 comment: