Sunday, April 10, 2011

გაეროს ექსპერტებმა შეისმინეს ქართველ სპეციალისტთა არგუმენტები

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით საქართველოს სამეცნიერო მიღწევების გამოყენების სფეროში მსოფლიოში 135-ე ადგილი უკავია. ქვეყანას, რომელსაც აქვს მეცნიერებათა აკადემია, ასამდე უმაღლესი სასწავლებელი, უფრო დაბლა ვერ დაეცემოდა. მინდა აქვე შევნიშნო ისიც, რომ ეს მაჩვენებელი არარეალურია. ამის თქმის უფლებას მაძლევს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ჩემი პირადი თანამშრომლობის გამოცდილება...

1997 წელს საქართველომ გაეროს რეიტინგში ადამიანის განვითარების პოტენციალის მიხედვით 94-ე ადგილი დაიკავა. მაშინდელი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო გამოეხმაურა ამ ფაქტს და სამსჯელოდ გამოიტანა ადგილობრივი ექსპერტების გაანგარიშებები, რომლის მიხედვითაც, საქართველო 69-71-ე ადგილზე უნდა ყოფილიყო. მართალია, ბოდიში არავის არ მოუხდია, მაგრამ 1998 წლის რეიტინგით საქართველო უკვე 74-ე ადგილს იჭერდა. სხვა თანაბარ პირობებში, ამგვარი ნახტომი გამორიცხული იყო. უნდა ვივარაუდოთ, რომ გაეროს ექსპერტებმა შეისმინეს ქართველ სპეციალისტთა არგუმენტები.

ამიტომ, თავს უფლებას ვაძლევ გამოვთქვა ჩემი გულისწყრომა იმაზე, რომ ქვეყანა, რომელსაც ჰყავს თამაზ გამყრელიძე, გიორგი კვესიტაძე, რამაზ გახოკიძე და სხვა მსოფლიოსთვის ცნობილი მეცნიერები, რბილად რომ ვთქვათ, არ გაუჭირდება, მსოფლიოს 180 ქვეყანაში 130-ე ადგილის დაკავება სამეცნიერო მიღწევების გამოყენების მაჩვენებლის მიხედვით.


დავით იაკობიძე. გლობალური დინამიკის ქართული სინამდვილე. მონოგრაფია. თბილისი, 2011, გვ. 206-207

No comments:

Post a Comment